გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინა. დაერთებები აღმოჩენილია იმ მაგისტრალზე, რომლითაც ბაკურიანის ავზის შევსება ხდებოდა, რის გამოც საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა და დაბის წყალმომარაგებას აფერხებდა.
ამჟამად იმ ობიექტების დადგენა მიმდინარეობს, რომლებიც წყალს უკანონოდ მოიპოვებდნენ.
"ჯგუფმა აღმოაჩინა უკანონო დაერთებების რიგი ფაქტები, რაც კომპანიას აზარალებდა. აღმოვაჩინეთ 4 სხვადასხვა დიამეტრის მილი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა სხვადასხვა ობიექტებზე. ამან იანვრის პიკურ პერიოდში პრობლემები შეგვიქმნა. დღესდღეობით ბაკურიანს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს," - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.