18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის პროცესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები არ ენდობიან

ვინ გახდება დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელმაც მოსამართლეების სავარაუდო დისციპლინური გადაცდომები უნდა შეისწავლოს - გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უნდა მიიღოს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის "მესამე ტალღა" ითვალისწინებს.

დანიშვნის პროცესს უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დამოუკიდებელ ინსპექტორად ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილ პირს დანიშნავენ.

"დარწმუნებული ვარ დღესაც ისეთ ადამიანს აირჩევენ, რომელიც იქნება ჩინჩალაძის მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი. სიიდან ამოვიკითხე სამი ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ჩინჩალაძესთან მეგობრობის და ახლობლობის ფარგლებში ურთიერთობა," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები