18 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ტყვეობის 5 თვე - პენსიონერები ე.წ. საზღვრის გახსნას ამ დრომდე ელოდებიან

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები პენსიონერები გადასასვლელების გახსნის მოლოდინში - საოკუპაციო რეჟიმმა არაოფიციალური ცნობით პირობა გასცა, რომ დღეს საკუთარი პენსიის ასაღებად მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვებდა.

5 თვიანი იზოლაციის შემდეგ მოსახლეობა ე.წ. მესაზღვრეების გადაწყვეტილებას უშედეგოდ ელოდება.

ე.წ. საზღვარს მიღმა მცხოვრები ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გადაადგილება შეზღუდულია და ოჯახის წევრების საფლავზეც კი ვერ ახერხებენ მისვლას.

ერთ-ერთი მათგანი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხშირია ე.წ საზღვრის გახსნის პირობა რუსი ოკუპანტების მხრიდან, თუმცა პირობა პირობად რჩება და მოსახლეობას გადაადგილება ისევ შეზღუდული აქვს.

"თვეების მანძილზე დაკეტილია და იძახიან, ახლა გაიხსნება - ახლა გაიხსნებაო, მაგრამ არანაირი შეღავათი არ არის. ეს არის კატასტროფა, რომ ხალხი ტყვეობაში დარჩა,"- განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები