18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
74 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

74 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა. ის იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას, როგორც რეჟისორს სხვადსხვა თეატრებში 90-მდე სპექტაკლის აქვს დადგმული.

მიღებული აქვს თეატრალური პრემიები და იყო ღირსების ორდენის კავალერი. მის სახელს უკავშირდება სკოლა-სტუდია "ბერიკები", რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლდათ. გოგი თოდაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

დღის ამბები