18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"მინდა ყველა ჩვენი მომხრე გავაფრთხილო, გინება, დამცირება და ლანძღვა, აუცილებლად იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის" - გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი  მათი პარტიის  მომხრეებს მოუწოდებს, რომ თავი შეკავონ, რადგან ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებისთვის იქნება გამოყენებული. გია ვოლსკი ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. 

"მინდა ყველა ჩვენი მომხრე გავაფრთხილო, ესენი იქნებიან დეპუტატები, ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები, ეს ზღვარგადასული გინება, დამცირება და ლანძღვა, აუცილებლად იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის. 

არც ის არ არის დამკვიდრებული, რომ მუშტი-კრივით გადაწყვიტოთ ეს საკითხები, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ვფიქრობ, რომ ამას გაცილებით სიღრმისეული ანალიზი სჭირდება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები