21 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"მოცურდა მანქანა ყინვაზე და მოაჯირი რომ არ იყო მდინარის პირას, გადაცვივდნენ პირდაპირ" - სოფელ ჩხუტელის მკვიდრი 

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა მეორე გარდაცვლილის ცხედარს მიაგნეს. ავტომობილში, რომელიც მდინარეში გადავარდა, სამი მამაკაცი იმყოფებოდა. სამივე სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები იყვნენ.

ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილის და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძეს კი ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მაშველები 15 საათზე მეტია, მუშაობენ. 

"მოდიოდნენ გასვენებიდან, დარბაზიდან მოდიოდნენ სახლში. რომ მოდიოდნენ შემოსახვევში მოუცურდათ მანქანა და გადავარდა. იყო სამი პიროვნება, ორი ახალგაზრდა, ერთი ხანშიშესული მამაკაცი. ორი ნახეს და ერთ ვერა. მოცურდა მანქანა ყინვაზე და მოაჯირი რომ არ იყო მდინარის პირას, გადაცვივდნენ პირდაპირ შემოსახვევში,“ - განაცხადა სოფელ ჩხუტელის მკვიდრმა, ნატო ხერგიანმა.  

შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი ავარიის შედეგად ცხენისწყლის არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები