კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ყვარელი-ველისციხის საავტომობილო გზაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 24 წლის მამაკაცი და მისი 3 წლის შვილი ადგილზე დაიღუპა. ავარიის დროს კიდევ ერთმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.