21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
კონგრესმენი ოლსონი ივანიშვილს მარიონეტობაში ადანაშაულებს - ოლსონს კი, მაიამელი პოლიტიკოსი კორუმპირებულს უწოდებს

რა საერთო აქვთ "სეზამის ქუჩის" გმირსა და ბიძინა ივანიშვილს - რესპუბლიკელმა პიტ ოლსონმა კითხვას თავადვე უპასუხა და აღნიშნა, რომ ცნობილი ტელესერიალის გმირსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მარიონეტობა აერთიანებთ. ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილი სწორედ ასე მოიხსენია და პუტინისგან მართული უწოდა. ანტირუსული დემონსტრაციების ამსახველი ფოტოს თანხლებით,

ამერიკელმა კანონმდებელმა კოლეგებს ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენაც მოუწოდა.

ვიდრე ტეხასელი კონგრესმენის ბრალდებას უშუალო ადრესატები უპასუხებდნენ, მას "ტვიტერზე" მაიამის საკრებულოს წევრი, მართა ბუენო გამოეხმაურა და ოლსონი ტეხასური ნავთობკომპანია "ფრონტერას” ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

ის რაზეც მართა ბუენო თავის "ტვიტში" საუბრობდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზეც დასტურდება, რომელიც პოლიტიკოსებსა და ორგანიზაციებს შორის ლობისტურ კავშირებს ადგენს. "ოუფენსიქრეთ.ორგზე" "ფრონტერას" მიერ პიტ ოლსონისთვის გამოყოფილი დონაციები 2016 და 2018 წლებით თარიღდება. სიაში სხვადასხვა წელს სხვა ცნობილი პოლიტიკოსებიც მოხვდნენ. მათ შორის კონგრესმენი მალინიც, რომელიც პირველი იყო, ვინც გახარიას "ფრონტერას" კონტექსტში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების შევიწროვების გამო წერილი მისწერა. 

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კონგრესმენების გზავნილები საყურადღებოა, მაგრამ წერილებში სტრატეგიული პარტნიორებისთვის შეუსაბამო ტონალობაცაა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გარკვეული კომპანიების და პოლიტიკოსების პირადმა ინტერესებმა ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა აზარალოს. 

პიტ ოლსონი არ არის ერთადერთი, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთავრობამ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან არაერთი კრიტიკული გზავნილი მიიღო.

დღის ამბები