22 დეკემბერი 2024,   09:11
ვრცლად
ყაზბეგიდან ჩამოყვანილ ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ - ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მათ ჩვეულებრივი, სტანდარტული მკურნალობა უტარდებათ.

ჩინეთის 9 მოქალაქე ყაზბეგიდან თბილისში დღეს ჩამოიყვანეს. მათგან ორს, არასრულწლოვან ტყუპებს, ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვენეს.

ცერცვაძის თქმით, დანარჩენ 7 მოქალაქეს სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ისინი ბინაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

დღის ამბები