19 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
უბედური შემთხვევა გორში - 50 წელს გადაცილებული ქალი სავარაუდოდ გაზის ნამწვით გაიგუდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 50 წელს გადაცილებული ქალი დაიღუპა. ის უგონო მდგომარეობაში საკუთარი სახლში, სააბაზანოში იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სავარაუდოდ უბედური შემთხვევა გაზის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები