11 სექტემბერი 2026,   22:33
ვრცლად
ისანში მომხდარი მკვლელობა - სასამართლო მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

მკვლელობისთვის დაკავებულ გრიგოლ მეჯლუმიანის სასჯელზე საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელზეც დღეს მხარეები იმსჯელებენ, "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეომასალა იქნება.

დაპირისპირება მეზობლებს შორის ავტოფარეხის გამო მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებული მეზობელს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ კი დამიზნებით სამჯერ ესვრის. გამოძიება ბრალდებულს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

დღის ამბები