გურიის რეგიონში თოვა შეწყდა, თუმცა ძლიერი ყინვის გამო გზებზე ლიპყინული ნარჩუნდება. რეგიონის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის დასაშვებია, თუმცა მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება შუხუთი-მამათის 5 კილომეტრიანი გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ქალაქის ქუჩებში და ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისი ტექნიკა ქვიშა-მარილს ყრის.