13 სექტემბერი 2026,   08:46
ვრცლად
პროკურატურის მიზანია, რომ მოხდეს "მთავარი არხის" განეიტრალება - ნიკა გვარამიას ადვოკატი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან, სავარაუდოდ გამოიკითხებიან მოწმეებიც. "რუსთავი 2"-ის ყოფილ ხელმძღვანელობას გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ტელეკომპანიის კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

"ეს არის რეალურად პოლიტიკური მოტივით წარმოებული დევნა. სინამდვილეში პროკურატურა ინტერესდება ისეთი საკითხებით, რომელიც საერთოდ არ შედის მის უფლებამოსილებაში და ერთადერთი მიზანი, რაც პროკურატურის მოქმედებებს აქვს, ცხადია, არის ის, რომ მოხდეს "მთავარი არხის" განეიტრალება.

ძალიან ბევრი ადამიანი არის შეყვანილი მოწმეთა სიაში, თუმცა ბრალდების მხარის დასაყრდენი მოწმე ასეთი ცნება არ არსებობს, იმიტომ რომ არცერთი პირი არ ამბობს, ყოველ შემთხვევაში გამოძიებაში გამოკითხვისას არავის არ უთქვამს რომ ნიკა გვარამიამ გაფლანგა თანხა ან გააფორმა ყალბი ხელშეკრულება,"- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები