26 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
კალაძე და კობახიძე სტრასბურგში - "ქართული ოცნება" საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული განწყობების შეცვლას ცდილობს

"ქართული ოცნება" განაგრძობს მცდელობას, გარდატეხა შეიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ბოლოდროინდელ კრიტიკულ განწყობებში.

ამჯერად პროცესში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ჩაერთვნენ.

შეხვედრები სტრასბურგში იმართება, მათ შორის იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან.

უკვე შედგა შეხვედრების ერთი ნაწილი. პარალელურად, სტრასბურგში მიმდინარეობს მზადება ასოცირების კომიტეტის სხდომისთვის, სადაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულების შესრულებას შეფასდება.

"პირველ რიგში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ. აუცილებელია, გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმართულეთ.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ეს არის გამოძიების და სასამართლოს პრეროგატივა, შესაბამისად არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობაში,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

"ჩვენ შევხვდით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება მიმდინარე მოვლენებზე. მათ შორის ბატონი უგულავას დაკავებაზე. საქმის ხელახალი გამოძიება ეხება ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერ ლიდერს და ეს ხდება არჩევნებამდე. ეს გარკვეეულ საფრთხეს ქმნის და ჩვენ არ გვინდა ამ ვითარების წინაშე აღმოვჩნდეთ. ოპოზიცია და მთავრობა დიალოგის პროცესში კომპრომისზე უნდა წავიდნენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მოვლენათა განვითარების ნაწილია, ამიტომაც მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ეს საკითხები გაითვალისწინოს. ახლა არის სიტუაცია, როცა ბევრი ადამიანი სვამს კთხვას, გადაუხვია თუ არა დემოკრატიის გზიდან. მოვლენების ასეთი განვითარება კი კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ დემოკრატიას,"- აცხადებს  ევროპარლამენტის დეპუტატი მიჰაელ გალერი.

დღის ამბები