13 სექტემბერი 2026,   23:04
ვრცლად
წყალში გადაყრილი 209 მილიონი - "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის უხარისხობაზე საუბრობს

წყალში გადაყრილი 209 მილიონი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა ეს განცხადება ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გააკეთა.

ხარაზი მაგისტრალზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, გზის სავალი ნაწილი გაფუჭებულია, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას. ოპოზიცია ინტერესდება, რატომ არ იყენებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტის საგარანტიო ნაწილით გათვალისწინებულ ბერკეტებს.

"ნაციონალური მოძრაობა" აპირებს  პროექტის შესწავლის მოთხოვნით, აუდიტის სამსახურს წერილობით მიმართოს.

დღის ამბები