17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
დაელაპარაკეთ ერთმანეთს, რადგან ეს არ ეხება თქვენს პარტიებს, ეს ეხება ქართველ ხალხს - მარია კალიულანდი

ევროპარლამენტის წევრი მარია კალიულანდი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებიდან, რომლებსაც სურვილს აქვთ, ევროპარლამენტის საბოლოო განცხადებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით უფრო მეტი სიმწვავე იყოს. 

მარია კალიულანდი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს დიალოგი განაგრძონ, რადგან ეს ეხება არა მათ პარტიებს, არამედ ქართველ ხალხს. 

"რა თქმა უნდა, არსებობს იმედგაცრუება ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების ჭრილში, ახალი საარჩევნო კანონის ჩაგდებამ იმედი გაგვიცრუა არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენ კვლავ ველოდებით და ვუბიძგებთ მმართველ გუნდს და ოპოზიციას, რომ იპოვონ საერთო გადაწყვეტა, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები თავის მხრივ იქნება გადამწყვეტი საზოგადოებისთვის. იგი განსაზღვრავს თქვენს მომავალს, რეფორმებს და ინტეგრაციას.

ჩვენი მესიჯი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიმართ ასეთია - გთხოვთ დადექით ერთად და დაელაპარაკეთ ერთმანეთს, რადგან ეს არ ეხება თქვენს პარტიებს, ეს ეხება ქართველ ხალხს.

რაც შეეხება ხელისუფლების ახალ ინიციატივას გიგი უგულავას საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ეს ინიციატივა სულ ახლახანს წარმოადგინა. ამიტომ ძალიან ნაადრევია საუბარი, თუმცა ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ამ შეთავაზებას და ევროპარლამენტში ქართველ კოლეგებთან ერთადაც ეს განხორციელებადი პროცესია. არსებობს ფაქტების დამდგენი მისიები, ასეთი სულ ბოლოს მალტაში იყო. იგი შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალურიც, მეთოდები განსხვავებულია, თუმცა აქვე გეტყვით, რომ საქართველოს საკითხებზე მომხსენებელთა მისია საქართველოში მალე ჩამოვა ," - მარია კალიულანდი

დღის ამბები