თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების უდაოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მომდევნო სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.