19 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
მარნეულში ნაადრევი ქორწინებისა და მოტაცების ფაქტები გაზრდილია - ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" წევრი

მარნეულში არასრულწლოვანის გატაცების ფაქტზე დაკავებულისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. დღეს გაირკვევა, წავლენ თუ არა მხარეები მორიგებაზე და რას იტყვის თავად არასრულწლოვანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის "მერსი ქორფსი" წევრის სამირა ბაირამოვას განცხადებით, მარნეულში არასრულწლოვანი გოგოების გატაცების ფაქტები ხშირია.

მისი შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი დაუსჯელობა და სახელწიფო უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირებაა.

"გოგო და მისი მშობლები განათლებული ადამიანები არიან, დედა მასწავლებელია და გოგო აპირებს სწავლას. მეორე მხარე კი გაუნათლებლები არიან, ბიჭი ფიქრობს რომ მე კაცია და შეუძლია გოგო მოიტაცოს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს გოგო არჩევანის გარეშე რჩება.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ნაადრევი ქორწინებისა და მოტაცების ფაქტები გაზრდილია," - განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დევს გოგონას მეგობრების ჩვენებები, სადაც ისინი თავზე ტომრის გადაფარებასა და იძულებაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები