24 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის მამაკაცს თელმან მუსტაფაევას დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

მოკლული ქალის ახლობლის სანეგულ ავასოვას განცხადებით, ბრალდებულს საკუთარი შვილების ბედი არ ადარდებდა და ძალადობის გამო დაკავებულიც იყო.

"ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ ისე მოკლა არ უფიქრია მათ ბედზე. ყოველთვის ასე იყო, მისი შვილები არ ადარდებდა და ბავშვებს მხოლოდ დედა პატრონობდა. ეს კაცი ერთხელ უკვე დაკავებული იყო, მაშინაც ძალადობის გამო. წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოფილი ცოლი მაინც მოკლა. მკვლელი მკაცრად უნდა დაისაჯოს," - განაცხადა სანეგულ ავასოვამ.

მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეში, სოფელ ყარაჯალაში მოხდა. თელმან მუსტაფაევმა ეჭვიანობის ნიადაგზე, 10 წლით უმცროს ყოფილ მეუღლეს ყელი დედის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები