25 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
მკვლელობა განქორწინებამდე რამდენიმე წუთით ადრე - იუსტიციის სახლში ქალიშვილი მამამ მიიყვანა

მკვლელობა სამტრედიაში რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ მოხდა. იუსტიციის სახლში მეუღლის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად 26 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დეტალებზე საუბარი კი თვითმხილველებს არ სურთ.

იუსტიციის სახლში ქალიშვილი მამამ მიიყვანა. შეთანხმების მიხედვით, განქორწინების აქტზე მეუღლეებს ხელი დისტანციურად, სხვადასხვა ქალაქში უნდა მოეწერათ. თუმცა, როგორც ჩანს, ბრალდებულ გიგა აბრალავას განსხვავებული გეგმა ჰქონდა. 

მეუღლეებს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. გიგა აბრალავა და სალომე ბოხუა ერთად რამდენიმე კვირა არ ცხოვრობდნენ. როგორც მოკლულის ბებია იხსენებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

ის, რომ მამაკაცს ქალთან შერიგება სურდა, ამას ბრალდებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, მაგრამ მისი მხრიდან მუქარას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: დავით ცაგარელი

ამავე თემაზე
დღის ამბები