18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერებმა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ქალაქის განვითარების 11 ინიციატივა წარადგინეს. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დაბრუნდეს. გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლეთ საქართველოს განვითარება, სწორედ ქუთაისიდან უნდა დაიწყოს.

ვაშაძის თქმით, საქართველოს საოცარი პერსპექტივა გააჩნია, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ პერსპექტივას "ქართული ოცნება" ეღობება.

"ჩვენ დღეს უკვე კონკრეტულად ჩამოვედით, სადაც ფიზიკურად ვნახულობთ პარლამენტის გარდა, უკან დაბრუნების გარდა, კიდევ სად უნდა აშენდეს კონგრესჰოლი, სად უნდა იყოს "აიტი ქალაქი", ინვესტიციური პარკები, როგორ უნდა განვავითაროთ დეტალურად ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მიმართულება და ჩვენს ჯგუფთან ერთად ამაზე ყველაფერზე ვმსჯელობთ. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივას ეღობება "ქართული ოცნება"," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში სხვადასხვა ქალაქების განვითარების გეგმებსა და ინიციატივებს უახლოეს მომავალში სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგენს.

დღის ამბები