21 ოქტომბერი 2020,   12:45
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. სტიქიისგან გამოწვეული ნგრევის შედეგად დაშავდა თურქეთის 50-მდე მოქალაქე. მიწისძვრის გამო დაინგრა ათასზე მეტი შენობა.

ზარალი მიადგა თურქეთის მოსაზღვრე ირანის სოფლებსაც, სადაც დაშავებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია.

5,7  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქოტურის ოლქში გუშინ დაფიქსირდა. იყო განმეორებითი ბიძგებიც.

დღის ამბები