11 სექტემბერი 2026,   23:20
ვრცლად
პენტაგონმა საქართველოსთვის დამატებით ჯაველინების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა

პენტაგონმა საქართველოსთვის დამატებით ჯაველინების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განცხადებაში წერია.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველო 16 სხვა მოკავშირე ქვეყანასთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას მიიღებს.

ლაპარაკია 18 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთაზე, რომელიც შტატებმა საქართველოსა და სხვა ქვეყნებისგან მიიღო. სამუშაოები არიზონაში 2020 წლის 25 ივნისს უნდა დასრულდეს.

საქართველომ ვაშინგტონისგან ჯაველინების სისტემა მანამდე 2018 წლის 23 იანვარს მიიღო.

დღის ამბები