17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
შეიარაღებულმა პირებმა რუსთავში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა რუსთავში - გვიან ღამით, ორი შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მუქარითა და იძულებით თანხა გაიტაცა. წაღებულია დაახლოებით 1300 ლარი. 

დანაშაულში მონაწილე ორი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი, სავარაუდოდ, პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც მეპატრონე აცხადებს, ინციდენტისას შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღის ამბები