"აჭარის ტელევიზიაში სუს-ია", "სოლიდარობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს"- სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალემ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფომანსი გამართა. სამოქალაქო აქტივისტები აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ბიძინა ივანიშვილი "სუს"-ის მეშვეობით ცდილობს.