08 სექტემბერი 2026,   22:59
ვრცლად
ბრალდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის სასამართლო გრძელდება - დღეს შესაძლოა ის საკუთარ პროცესს დაესწროს

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ვიდეო და წერილობით მტკიცებულებებს წარადგენს.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, დაცვის მხარე ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს. მისივე თქმით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, არ არის გამორიცხული, დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწროს.

მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებით მიცემაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები