08 სექტემბერი 2026,   22:58
ვრცლად
ელენე ხოშტარია ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით წარსდგება

დღეს საქალაქო სასამართლოში პარტია "ევროპული საქართველოს" წევრს, ელენე ხოშტარიას მოწმის სტატუსით ელოდებიან. ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ოქრუაშვილის სხდომაზე დასწრებას აპირებს.

საქმე 20-21 ივნისის აქციების ეპიზოდს ეხება. დაცვის მხარის მოწმეების გარდა, არ არის გამორიცხული, ბრალდების მოწმეებიც გამოიკითხონ.

ოქრუაშვილის ადვოკატი მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მხოლოდ 6 პოლიციელის ჩვენება არსებობს. შესაძლოა, დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწროს.

ირაკლი ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას ედავებიან.

დღის ამბები