20 სექტემბერი 2026,   18:34
ვრცლად
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" პორტის დაღრმავებისა და გაფართოების შესახებ ნებართვის მიღებას 26 მარტისთვის ვარაუდობს

"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" პორტის დაღრმავებისა და გაფართოების შესახებ ნებართვის მიღებას 26 მარტისთვის ვარაუდობს. ამის შესახებ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

კელდ ქრისტენსენის თქმით, პროცესი გეგმურად მიმდინარეობს, რაც ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა. 

"შევხვდი ეკონომიკის მინისტრს, რათა გაგვერკვია ნებართვის თაობაზე არსებული მდგომარეობა. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ პროცესები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მთავრობა ჩვენს პროექტს მხარს უჭერს და 26 მარტისთვის პირველი ეტაპის განხორციელების ნებართვა გვექნება, მეორე ეტაპზე გარემოს შესწავლას დავიწყებთ და მესამე ბოლო ეტაპზე მხარეები ვალდებულებებს ავიღებთ,"- განაცხადა "ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთის” გენერალურმა  დირექტორმა კელდ ქრისტენსენმა.

ნებართვის მისაღებად კომპანიამ მიმართვა 11 თებერვალს გააკეთა.

დღის ამბები