18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
"თუ ასე გააგრძელებენ, დავასახელებ" - პაატა იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, ნუ აძალებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, რომ ნუ აძალებენ კორონავირუსის პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას. იმნაძის თქმით, თუ მსგავსი პრეცედენტები გაგრძელდება, ის კონკრეტულად კომპანიებსაც დაასახელებს:

"ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, პირველ რიგში მოერიდონ თავიანთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს და მაქსიმალურად დაიცვან წესები. ჩვენ მოგვდის რა თქმა უნდა ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ რა თქმა უნდა პერსონალური ინფორმაციების გაცემისაგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს თუ გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები