თელავის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ ორი ადამიანი იძულების წესით წაიყვანა, რადგან თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს.
ორივე მათგანს საინკუციბაციო პერიოდის გასვლამდე საკარანტინო სივრცეში დააკვირდებიან.
ერთ-ერთი შუახნის კაცია, რომელიც რამოდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნდა, თუმცა თვითიზოლაციის წესებს არ დაემორჩილა.
მისი იდენტიფიცირება ერთ- ერთმა იქ მყოფმა მოახდინა და სამართალდამცველებს აცნობა.
ფაქტს ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოევრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.
იძულების წესით, კახეთიდან საკარანტინო ზონაში სულ 9 ადამიანია გადაყვანილი.