13 სექტემბერი 2026,   23:05
ვრცლად
კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალქეების რაოდენობა 182-მდე გაიზარდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამინების რიცხვი 182-მდე გაიზარდა. მათგან ყველაზე ბევრი თელავში - 58, ხოლო ახმეტაში 46 ფიქსირდება.

მათ საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები პერიოდულად შეამოწმებენ. ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კარანტინში რეგიონიდან 9 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო 11-ს  თვითიზილაციის ვალდებულება მოეხსნა.

რაც შეხება საკარანტინო ზონას, თელავის მუნიციპლაიტეტის ორ სასტუმროში 33 პირი იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არცერთ მათგანს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

დღის ამბები