საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშრების რეჟი მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის, მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება და მოძრაობა აკრძალულია.
რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ამ დრისთვის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია და მოძრაობა თავისუფალია.