24 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
პრინც ალბერტს კორონავირუსი დაუდგინდა

მონაკოს პრინც ალბერტს კორონავირუსი დაუდგინეს, "ევრონიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახმა გაავრცელა. 

განცხადების მიხედვით, მონაკოს 62 წლის მმართველი ალბერტ მეორე მუშაობას სახლიდან განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

სამი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა მონაკოს პრემიერ-მინისტრსაც. 

დღის ამბები