კორონავირუსის დადასტურების პირველი შემთხვევა გორში - როგორც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი აცხადებს, გუშინ აღებული 11 ნიმუშიდან დადასტურების 2 შემთხვევა გამოვლინდა.
ორივე ინფიცირებული ახალგაზრდა ასაკისაა. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა დროს ჩამოფრინდნენ.
დავით ბარლიანის განცხადებით, პაციენტებს სოციალური კონტაქტები არ ჰქონიათ, რადგან პირველი ინფიცირებული იუნკერი საქართველოში 16 მარტს ჩამოფრინდა და მაშინვე კარანტინში იქნა გადაყვანილი, ხოლო სიცხის დაფიქსირების შემდეგ, 18 მარტს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მეორე ინფიცირებული, ახალგაზრდა ქალი აეროპორტიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში საეჭვო ეპიდანამნეზის მქონე 59 პირს აკვირდებიან.