18 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სინოდი ვერ აიცილებს​ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას კორონავირუსის პირობებში ზიარებისა და საეკლესიო მსახურების წესის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს:

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის უმრავლესობამ მინიმუმ ავადმყოფობისა და მაქსიმუმ სიკვდილისთვის გასწირა არამხოლოდ საკუთარი მრევლი, არამედ მოსახლეობაც. მე მესმის, აბსოლუტურად ჯანმრთელად რა პასუხსაც გასცემს ამას საქართველოს მოსახლეობა, ჩემთვის გასაგებია, როგორ უპასუხებს ამას გამოცდამოწყობილი უფალი, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ამ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ვერ აიცილებს," - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

დღის ამბები