17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
საქართველოს ინტენსიური ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ - გამოცემა "ეურაქტივი" სტატიას აქვეყნებს  

საქართველოს ინტენსიური ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა "ეურაქტივი" ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ 26 თებერვლიდან 23 მარტის მონაცემებით საქართველო აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის.

პუბლიკაციაში შედარებისთვის სომხეთის მაგალითია მოყვანილი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა და 22 მარტისთვის უკვე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული შემთხვევა იყო.

სტატიაში მოყვანილია ანალიტიკური ცენტრის "კარნეგი იუ-როფის" მკვლევარის, თომას დე ვაალის შეფასება.

"ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალების, მათი გამძლეობის და შრომის შედეგია," – აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები