17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს - მოსკოვის მერი

რუსეთში მთავრობის გადაწყვეტილებით იხურება ღამის კლუბები, კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები. პარალელურად, დაიწყეს ქუჩის სათვალთვალო კამერების გამოყენება, რის საშუალებითაც, თვითიზოლაციის და კარანტინის დამრღვევ პირებს გამოავლენენ. 

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ვიდრე ეს ჩანს. 

"მოსკოვში კორონავირუსით  იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს. შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან, კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტას ჩაუტარდა. უცხოეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევები არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოვნად მედია დაავადებული ადამიანი," - აცხადებს მოსკოვის მერი. 

დღის ამბები