14 სექტემბერი 2026,   06:35
ვრცლად
საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში - რა პრობლემები შექმნა გადაადგილების შეზღუდვამ

საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში - დილის 8 საათიდან ამოქმედდა ის ახალი მკაცრი რეგულაციები, რომლებიც პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დააწესა. დღის ბოლოს კი ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9-იდან დილის 6-მდე ქუჩაში ვერ გამოვლენ.

მანამდე ქვეყანაში იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მსუბუქ მანქანებს დაუწესდა შეზღუდვები.

თბილისის შემოსასვლელთან საკონტროლო გამშვები პუნქტია გახსნილი. ადგილზე საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. სამხედროები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეებს ერთობლივი კოორდინაციით ამოწმებენ, აჩერებენ ავტომობილებს, უტარებენ დეზინფექციას. ამის შემდეგ მოქალაქეები საველე კარვებში გადაჰყავთ, სადაც მათ უკვე თერმოსკრინინგი უტარდებათ.

"კურიერი" დედაქალაქის მაცხოვრებლებს ესაუბრა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ეს რეგულაციები აუცილებელი იყო და შეეცდებიან, რეკომენდაციები დაიცვან, თუმცა მათი ნაწილი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც დაწესებულმა აკრძალვებმა შექმნა.

მათი თქმით, შეზღუდვების შედეგად გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თანამშრომელთა ნაწილი სამსახურებიდან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

"ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ მიმოსვლის პრობლემაა, აფთიაქების პრობლემაა. აფთიაქებში პრაქტიკულად არ არის ხელთათმანები. გამოვვარდი ახლა აფთიაქში, მინდოდა რაღაცა - არ არის, ახლა გავალ მეორე აფთიაქში კიდევ.

ქალაქის ტრანსპორტი რა თქმა უნდა აუცილებელია, ტაქსით სიარულის საშუალება ახლა ყველას ხომ არა აქვს," - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები