18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მოქალაქეს კორონავირისით შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შეატყობინებს

საქართველოში მობილური აპლიკაციის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეს კორონავირისით შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შესახებ შეატყობინებს.- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისითქმით, აღნიშნული მოდელი COVID-19-ის ბრძოლის მიზნით, უკვე დანერგილია სხვადასხვა ქვეყანაში.

"ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს სამუშაო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა იმისათვის, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები