18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე ფოთის ცხელების ცენტრს ეწვია

გუშინ საღამოს,ფოთის ცხელების ცენტრს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ეწვია და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

დეპუტატი ფოთის ცხელების ცენტრის ექიმებს სათანადო რეზერვებით, ეკიპირებით მომარაგებას დაპირდა.

"ის სურათით, რაც ამ კლინიკაში ვიხილეთ, კმაყოფილი ვართ. არის მხოლოდ რეზერვების შევსების პრობლემა დავარქვათ, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, რადგან ჩვენ დავეხმარებით, რათა იქნას შესაბამისი რესურსები ამისათვის, რომ დაცული იყოს როგორც პერსონალი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები, ეკიპირება, დამცავი პირბადეები, თუ სათვალეები, ეს კლინიკა მზად არის ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს კლინიკა არის მეორე დაცვის ზოლში სცენარში აქტიური მონაწილე , თუკი პაციენტთა რაოდენობა 300-ს გადაცდება, მაშინ ეს კლინიკა ერთვება როგორც კოვიდ-კლინიკა და რა თქმა უნდა აქ პერსონალის დატრენინგება მათი კვალიფიციური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. კლინიკა როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული რესურსებით შესაბამისობაშია, რომ ეს ვალდებულება მან აიღოს საჭიროების შემთხვევაში," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

დღის ამბები