18 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო

ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო.  კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.

"ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი," -აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ "ზუგდიდასუფთავებას ცენტრმა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებსაც ჩაუტარდა.

დღის ამბები