13 სექტემბერი 2026,   02:49
ვრცლად
ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაული რეგულაციების დაცვით ჩატარდება

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხვალ ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულება.

ტაძარში და ტაძრის ეზოში მონიშნულია სპეციალური ადგილები, რომელსაც მრევლი დისტანციის დაცვისთვის იყენებს. გამოფენილია საინფორმაციო დაფა. ასევე, რადიოფიცირებულია ტაძარი და და ეზოში მდგარ მრევლს შესაძლებლობა აქვს, წირვა-ლოცვა ხმის გამაძლიერებლებით მოისმინოს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ტაძარში მსახურება სრულყოფილად, წინა დღეების მსგავსად სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად გაიმართება.

დღის ამბები