საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
https://stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 227 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410 პირია.