08 ოქტომბერი 2024,   14:13
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შესული პირის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდში კორონავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული პირის პასუხს ელოდებიან. როგორც "კურიერს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, მამაკაცი ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ ცხელებით გადაიყვანეს, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ კი ისევ კარანტინში დააბრუნეს.  

მამაკაცის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია და პასუხი, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

როგორც ოდიშარია განმარტავს, მას არც მოზგაურობის ისტორია აქვს და არც ინფიცირებულთან კონტაქტი. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში წევს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც ასევე COVID-19-ის ნიშნები აქვს.

დღის ამბები