ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდგინდა - ამის შესახებ "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ გნუცხადა.
მისი ინფორმაციით, გაგზავნილი 3 კონტაქტის განმეორებითი ანალიზიდან სამივეზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ანზორ ქობალიას თქმითვე, უახლოეს დღეებში სპორტსმენის კლასტერის წევრები კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადავლენ.
საკარანტინო ზონაში ინფიცირებული სპორტსმენის 23 პირდაპირი კონტაქტია მოთავსებული.