19 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
"მუზეუმი სახლიდან" - ქართველი მხატვრები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების კვალდაკვალ

მუზეუმი სახლიდან - ხუთიათასამდე ავტორი, კურატორი და დამთვალიერებელი სოციალურ ქსელში გაერთიანდა. ჯგუფი "ფეისბუქში" 1 კვირის წინ შეიქმნა. მისი მიზანი პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში საინტერესო ნამუშევრების დათვალიერება და გაცნობაა. მათ შორისაა კერძო კოლექციებში დაცული ნახატები.

მხატვრები და დამთვალიერებლები გაერთიანდნენ. თვითიზოლაციის დროს წამოწყებული ფეისბუქ-აქტივობა, გასართობ და შემეცნებით ხასიათს ატარებდა, რომელიც, შესაძლოა, საქმიან პლატფორმად გადაიქცეს და ბევრი საინტერესო პროექტიც განხორციელდეს. ამ მუზეუმის ამბავი კი სახლიდან დაიწყო.

ჯგუფი ნინიას ინიციატივით შეიქმნა. ერთ-ერთი პირველიც თავად იყო, ვინც საკუთარ სახლში შეგვახედა და ოჯახისა თუ პირადი კოლექცია ჯგუფის წევრებისთვის გამოფინა. ვირტუალური მუზეუმი კოლექციებსა და კოლექციონერებს ეთმობა. ხელოვნება ნებისმიერი ფორმით საუკეთესო თერაპიაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ყველა მუზეუმისა თუ გალერეის კარი საგულდაგულოდ დაკეტილია. ამ ჯგუფში ვირტუალური მოგზაურობა ქართველი და არამარტო ქართველი ავტორების გამოფენაზე მოხვედრას ჰგავს. 

ნათია ბუკია კოლექციონერია, ძირითადად, თანამედროვე ავტორებს აგროვებს. მისი სახლში მაია ნავერიანის, ირაკლი ბუგიანის, მაია სუმბაძის, მაკა ბატიაშვილის და 50 მდე ქართველი ავტორების ნახატებია თავმოყრილი. ჯგუფში არა მხოლოდ ნახატებია სახლის კედლებიდან, არამედ კარანტინის დროს შესრულებული ნამუშევრებიც. იშვიათი განსაკუთრებული ნივთები, ყველაზე ემოციური და ძვირფასი შვილების შესრულებით, ან სულაც ბავშვობის დროინდელ მოგონებასთან და ბებია ბაბუებთან დაკავშირებული ექსპონატები.

ეს მუზეუმი ღიაა ყველასთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ შეიხედოთ და დაათვალიეროთ სახლებში დაცული კოლექციები. აღმოაჩინოთ აქამდე უცნობი ავტორები, ან სულაც თავიადან შეაფასოთ კარგად ნაცნობები.

 ავტორი - სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები