საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ აჭარის მღვდელმთავრის მაგალითს სხვა რეგიონის ეკლესიებშიც მიბაძავენ და მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებენ.
მისივე განმარტებით, გადადის თუ არა კორონავირუსი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, მეცნიერულად დადასტურებული არ არის, რის გამოც, მინისტრი შესაბამის კითხვაზე მტკიცებით ფორმაში პასუხის გაცემისაგან თავს იკავებს.
"ზოგადად, მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი. ამაზე, სამეცნიერო კვლევები არ არსებობს. შესაბამისად, მე ამის შესახებ, მტკიცებით პასუხს ვერ გაგცემთ.
აჭარაში გაქვთ საუკეთესო მაგალითი, როდესაც მღვდელმთავარმა მოუწოდა მრევლს, რომ ისინი დარჩენილიყვნენ სახლში, ადგილზე მოხდებოდა საეკლესიო პირების მხრიდან ლოცვის ჩატარება და ამ ყველაფრის ტრანსლაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა რეგიონების მღვდელმთავრებიც მიბაძავენ ამ სანიმუშო მაგალითს. ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვატყობთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც ეს არის საჭირო,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.