18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს - სუსი

ქარელის რაიონში ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  

სუსის განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

 

 

დღის ამბები