ფოთის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის 11 მოქალაქე მოათავსეს, რომლებსაც მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტთა ბიოლოგიური ანალიზები COVID-19-ზე ინფიცირების გამოსარიცხად ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება.
"ჩვენთან იმყოფება 5 პირი ერთი ოჯახიდან, ისინი ოზურგეთიდან არიან. ამავე ქალაქიდან გვყავს 53 წლის ქალბატონი.
ზუგდიდიდან გვყავს ორი მცირეწლოვანი - წლის და რვა თვის ბიჭუნა და 2 წლის გოგონა. ზუგდიდანაა 93 წლის მამაკაციც. ჩვენს კლინიკაში იმყოფება ცოლ-ქმარი, 54 წლის მამაკაცი და 52 წლის ქალი სოხუმიდან.
ყველა მათგანის ანალიზი გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.