20 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
თუ მომავალ ზამთარს გრიპის და კორონავირუსი ერთობლივად განიცდის პიკურ მაჩვენებლებს, ძალიან გაგვიჭირდება - რობერტ რედფილდი

იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრი ზომების შემსუბუქებას გეგმავს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი საგანგაშო განცხადებას აკეთებს. რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს.

"შესაძლებელია, მომავალ ზამთარს უფრო მეტი სირთულე გვქონდეს. ჩვენ გრიპის და კორონავირუსის ეპიდემიასთან ერთად მოგვიწევს ბრძოლა. თუ ეს ორივე ვირუსი ერთობლივად განიცდის პიკურ მაჩვენებლებს, ჩვენ ნამდვილად, ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება,"- ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევებმა 800 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსს 45 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები